"ანჟისთან” სამუელ ეტოოს ტრანსფერის წარმატებით განხორციელების შემდეგ, "ინტერის” ხელმძღვანელობა ახალი ფეხბურთელების შეძენით არის დაინტერესებული.
გუნდის ამჟამინდელი სამიზნე მოგეხსენებათ დიეგო ფორლანია, რომლის გადასვლა-არგადასვლის საკითხი ზუსტად 48 საათში უნდა გადაწყდეს.
გარდა ფორლანისა, გუნდის მთავარი მწვრთნელი ჯანპიერო გასპერინი "ჯენოას” იმ ორი ფეხბურთელის შეძენასაც გეგმავს, რომლებთანაც მას უკვე ნამუშევარი აქვს.
Football Italia-ს ცნობით, "ინტერის” ახალწვეული "ჯენოას” ნახევარმცველი იურაი კუცკა გახდება, თუმცა კი მის ტრანსფერს ის ფაქტი ართულებს, რომ ენრიკო პრეციოზის მისი კიდევ ერთი წლით დატოვება სურს გუნდში.
რაც შეეხება როდრიგო პალასიოს, მისი ტრანსფერი "ინტერიდან” გორან პანდევის "ჯენოაში” გადასვლასთან არის დაკავშირებული. თუ ეს უკანასკნელი შედგა, მაშინ პალასიო "ნერაძურების” ახალი წევრი გახდება.
|