მილანის "ინტერი" "შალკეს" ნახევარმცველით ხოსე მანუელ ხურადოთი დაინტერესდა.
იტალიელებს "შალკეს" ხელმძღვანელობისთვის ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ, თუმცა ცნობილია, რომ მილანელები აპირებენ ფეხბურთელი იჯარის წესით გადაიბირონ შემდეგი გამოსყიდვის შესაძლებლობით.
არსებობს ინფორმაცია, რომ ხურადოთი თვით ჟან პიერო გასპერინი დაინტერესდა, რომელიც "ინტერის" მთავარი მწვრთნელია. მისი თქმით, ეს ფეხბურთელი "ინტერის" შუა ხაზს გააძლიერებს.
|