Marca-ს ცნობით, მადრიდის "ატლეტიკოს” თავდამსხმელი დიეგო ფორლანი კლუბს კონტრაქტის გაწყვეტაზე შეუთანხმდა და ახალ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა. გეცოდინებათ, ურუგვაელი მეგოლე მილანის "ინტერში” ჩარიცხვასთან ძალიან ახლოსაა. იტალიელები სამუელ ეტო’ოს შემცვლელად სწორედ ფორლანს მიიჩნევენ.
შეგახსენებთ, რომ "ნერაძურის” ხელმძღვანელები მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბრუთელში 5 მილიონ ევროს იხდიდნენ, მაგრამ ფორლანი "ატლეტიკოს” შეუთანხმდა და იგი ყოველგვარი საფასურის გარეშე შეძლებს "ინტერში” გადასვლას.
სამხრეთამერიკელი თავდამსხმელი მადრიდულ კლუბში 2007 წელს 23 მილიონი ევროს სანაცვლოდ "ვილიარეალიდან” გადავიდა.
|