La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, "ინტერმა” საბოლოოდ მიაღწია შეთანხმებას ესპანუე "ატლეტიკოსთან” დიეგო ფორლანის ტრანსფერთან დაკავშირებით.
როგორც გაირკვა ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 5 მილიონი ევროა, რომლის გადახდაც 48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს.
მოსალოდნელია, რომ ურუგვაელმა მხოლოდ 2 სეზონის განმავლობაში ითამაშოს "ინტერში”, სადაც ის წელიწადში გასამრჯელოს სახით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს.
დიეგო ფორლანს სამუელ ეტოს საუკეთესო შემცვლელად მიიჩნევენ მილანში.
|