მილანის "ინტერი" ლევერკუზენის "ბაიერის" თავდამსხმელის, ანდრე შურლეს შეძენას აპირებს.
"ნერიაძურის" სურს ამ ზაფხულს გაიფორმოს ახალი კრეატიული ფეხბურთელი შეტევის ხაზზე, თუმცა, ყველაზე სასურველი კანდიდატი ამ პოზიციაზე - ლუკასი, მოლაპარაკებებს "მანჩესტერ იუნაიტედთან" აწარმოებს. სათადარიგო ვარიანტი შესაძლოა გახდეს გასტონ რამირესი "ბოლონიიდან," მაგრამ "ინტერის" სიაში ახალი სახელი გამოჩნდა.
Tuttosport-ის ცნობით, "ინტერი" ლევერკუზენული კლუბისთის შეთავაზების გაგზავნას გეგმავს, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელის გაფორმების თაობაზე.
|