მილანის "ინტერს" მადრიდის "რეალის" ნახევარმცველის ანხელ დი მარიას შეძენა უნდა. 23 წლის არგენტინელის ტრანსფერის ფასი 25 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელის კონტრაქტი ესპანურ კლუბთან 2016 წლის ზაფხულამდე გრძელდება.
გასულ სეზონში დი მარიამ "რეალის" შემადგენლობაში 53 შეხვედრა ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა, ასევე 26 საგოლე პასი გააკეთა.
|