მილანის "ინტერი” მზადაა, დუგლას მაიკონი გაყიდოს. Goal.com-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიური კლუბის ხელმძღვანელობამ 30 წლის ბრაზილიელ მცველს ფასიც დაადო - 20 მილიონი ევრო.
შეგახსენებთ, მაიკონის შეძენით ბოლოს "მანჩესტერ სიტი” და "რეალი” იყვნენ დაინტერესებულნი, მაგრამ საქმე ტრანსფერამდე ვერცერთმა ვერ მიიყვანა. ჰყავს თუ არა მაიკონს ამ ეტაპზე ოფიციალური მთხოვნელი, უცნობია.
|