The Daily Mirror-ის ინფორმაციით მილანის "ინტერი" მზადაა თავისი გუნდის ლიდერი ვესლი სნეიდერი "მანჩესტერ იუნაიტედს" მიყიდოს. როგორც ცნობილია, ინგლისელები სნეიდერის სანაცვლოდ 30 მილიონ ფუნტ სტერლინგს გადაიხდიან. შესაძლოა ფეხბურთელმა კონტრაქტს ხელი კვირის ბოლოს მოაწეროს. წყაროს ცნობით, სნეიდერი უკვე შეხვდა თავისი მომავალი კლუბის ხელმძღვანელობას და ყველაფერზე შეუთანხმდა. ფეხბურთელის ხელფასი "მანჩესტერ იუნაიტედში" კვირაში 190 ათასი ფუნტ სტერლინგი იქნება.
|