მილანის "ინტერი" "ნაპოლის" თავდამსხმელით ესეკილ ლავესით დაინტერესდა. მილანელები ეტო'ოს შემცვლელად სწორედ 26 წლის არგენტინელს მიიჩნევენ. შეგახსენებთ, რომ კამერუნელი შესაძლოა მახაჩყალის "ანჟიში" გადავიდეს.
"ინტერის" სპორტულმა დირექტორმა მარკო ბრანკამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებები "ნაპოლის" პრეზიდენტთან აურელიო დე ლაურენტისთან. მოსალოდნელია, რომ ტრანსფერის ფასი 31 მილიონი ევრო იქნება.
ასევე შესაძლებელია გარიგებაში "ინტერის" ფეხბურთელებიდან ერთ-ერთი ჩართონ, კერძოდ კი გორან პანდევი, მაკდონალდ მარიგა ან დავიდ სანტონი.
|