როგორც ჩანს მილანის ინტერისთვის ეზეკიელ ლავეცის შეძენა ძვირი ფუფუნებაა.
სამუელ ეტო’ო-ს ანჟიში გაშვების შემდეგ ნერაძური ახალ თავდამსხმელს ეძებს. ერთ-ერთ კანდიდატად კი სწორედ ნაპოლის არგენტინელი ფორვარდი განიხილება.
"თუკი ინტერს ლავეცის შეძენა მართლაც სურს მაშინ მათ 32 მილიონის გადახმა მოუწევთ. მე ამის შესახებ უკვე ველაპარაკე მასიმო მორატის და მან განაცხადა, რომ ეს თანხა მათთვის ბევრია, ამიტომ ტრანსფერი არ შედგება”-განაცხადა ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა.
|