"ატლეტიკოს" თავდამსხმელი დიეგო ფორლანი უახლოეს ხანში მადრიდს დატოვებს, რათა "ინტერთან" მოლაპარაკებები დაასრულოს და სამედიცინო გამოკვლევა გაიაროს.
გუნდებმა შეთანხმებას თითქმის მიაღწიეს, "ინტერს" მხოლოდ ზოგიერთი ფინანსური საკითხის მოგვარება დარჩა. მის მომავალ კონტრაქტში სხვადასხვა ბონუსები იქნება გათვალისწინებული.
ხელშეკრულება ხუთწლიანი იქნება და ფორლანი წელიწადში 3.5 მილიონ ევროს მიიღებს.
|