მილანის "ინტერი" უახლოესი სატრანსფერო ფანჯრის გაღების შემდეგ, ეცდება გადაიბიროს კატალონიის "ბარსელონას" ჰოლანდიელი ფეხბურთელი იბრაჰიმ აფელაი. როგორც "ელ მუნდო დეპორტივო" იტყობინება, "ნერაძურის" წარმომადგენლები უკვე გავიდნენ ნახევარმცველის აგენტ რობი იაკსენზე.
აფელაიმ გუშინ დაასრულა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა და ახლა საკუთარ მომავალზე ფიქრობს. ასევე არსებობს ჭორი, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლოა იბიმ კარიერა რუსეთში განაგრძოს.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჰოლანდიისა და პორტუგალიის მატჩის დასრულების შემდეგ, იბრაჰიმმა გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ სურს "ბარსაში" დარჩენა და დამტკიცება, რომ იმსახურებს ამ გუნდის რიგებში ყოფნას.
|