მილანის "ინტერის” პრეზიდენტი მასიმო მორატი აცხადებს, რომ სანამ მისი გუნდი ახალ ფეხბურთელებს დაიმატებს, "ნერაძურის” მოთამაშეების გაყიდვა მოუწევს.
მომდევნო სეზონისთვის, "ინტერმა” "ჯენოადან” როდრიგო პალასიო უკვე შეიძინა. იტალიურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არგენტინელის გზას მალე "პალერმოს” მცველი მატიას სილვესტრეც გაუყვება, მაგრამ მორატის თქმით, ახალი ფეხბურთელის შეძენამდე, მილანელებს გაყიდვა მოუწევთ. "ტრანსფერებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, სათქმელი არაფერია. საჭიროა თუ არა, ჯერ ვინმეს გაყიდვა? დიახ, რა თქმა უნდა” – აცხადებს მორატი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც "ინტერს” დატოვებს, ლიუკ კასტანიოსია.
|