იტალიურ "მილანს” "მანჩესტერ სიტის” მარცხენაფლანგელის – ალექსანდრ კოლაროვის აპენინებზე დაბრუნება სურს. La Gazzetta dello Sport-ის ცნობით, თავდაპირველად, იტალიელებმა ინგლისელებს 8 მილიონი ევრო შესთავაზეს, მაგრამ უარის მიღების შემდეგ, ძველ წინადადებას კიდევ 2 მილიონი ევრო დაუმატეს. თავად სერბი "ინტერში” თამაშის წინააღმდეგი არაა. მცველი არ მალავს, რომ "სიტიში” არსებული სათამაშო დროით კმაყოფილი არაა. იტალიურ მედიასაშუალებებში საუბრობენ, რომ შესაძლოა, ტრანსფერში მილანელთა ახალგაზრდა მცველი ანდრეა რანოკიაც ჩაერთოს. შეგახსენებთ, რომ ნისლიან ალბიონზე გადაბარგებამდე, კოლაროვი რომის "ლაციოში” თამაშობდა. "ინტერი” მის შეძენას იმ პერიოდშიც ცდილობდა, მაგრამ ვერ მოახერხა.
|