მადრიდის "რეალი” სავარაუდოდ დუგლას მაიკონს შეიმატებს. მილანის "ინტერის” ხელმძღვანელობა თანახმაა, ბრაზილიელ მცველს შეელიოს, თუკი "სამეფო კლუბისგან” 10 მილიონ ევროს მიიღებს. ინფორმაცია უკვე "ინტერის” პრეზიდენტმა მასიმო მორატიმაც დაადასტურა. "რეალს” მაიკონის შეძენა ჯერ კიდევ 2 წლის წინ სურდა, როდესაც გუნდი ჟოზე მოურინიუმ ჩაიბარა. მაშინ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელები მილანელ კოლეგებს 25 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ კატეგორიული უარი მიიღეს. ამჯერად კი "ინტერი” გაცილებით ნაკლებზეც თანახმაა.
|