მიუნხენის "ბაიერნის" მარჯვენა გარემარბით არიენ რობენით იტალიაში კვლავ ინტერესდებიან. მისით ჯერ "იუვენტუსი" იყო დაინტერესებული, შემდეგ "მილანი", ახლა კი მისით მეორე მილანური კლუბი "ინტერია" დაინტერესებული. როგორც La Gazzeta Dello Sport იტყობინება რობენის "ინტერში" გადასვლის შანსი ძალიან ცოტაა, რადგანაც ჰოლანდიელს მიუნხენელებთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს და ის ახლახან შეურიგდა ფრენკ რიბერს, თანაც მან განაცხადა, რომ თავის ამჟამინდელ კლუბში თავს შესანიშნავად გრძნობს.
|