"ინტერი" საკუთარი სტადიონის აშენებას აპირებს. მისი გეგმებით, "ნერაძური" ახალ არენაზე 2016-17 წლების სეზონიდან ითამაშებს.
"შავ-ლურჯები" ახლა ჯუზეპე მეაცას სახელობის "სან სიროს" სტადიონს თანაქალაქელ "მილანთან" იყოფს, თუმცა როგორც il Corriere dello Sport იტყობინება, მასიმო მორატი აპირებს მაგალითი აიღოს "იუვენტუსისგან", რომელმაც 2011-12 წლების სეზონის წინ დაასრულა ახალი არენის მშენებლობა.
იმავე წყაროს ცნობით, "ინტერმა" უკვე ამოარჩია ხუთი პოტენციური ადგილი ახალი სტადიონისათვის და ასევე შეუთანხმდა სამშენებლო კომპანიას.
ამ იდეის მთავარი მოტივი ფულადი მოგებაა, რადგანაც "ნერაძურის" ჯუზეპე მეაცას სახელობის სტადიონიდან ბილეთების გაყიდვით იმხელა მოგება არ რჩება, რამდენიც საკუთარი არენიდან დარჩება.