მილანის "ინტერი” "პორტუს” მცველის ალვარო პერეირას ტრანსფერზე მოელაპარაკა. ამის შესახებ ინტერნეტ-გამოცემა Football Italia იუწყება. გამოცემის ინფორმაციით, "ინტერი” 26 წლის ურუგვაელის სანაცვლოდ 13 მილიონ ევროს გადაიხდის. აქამდე, პერეირას შეძენის ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტად "ნაპოლი” ითვლებოდა, მაგრამ, საბოლოოდ, ფეხბურთელი კარიერას მილანში გააგრძელებს.
ურუგვაის ეროვნული ნაკრების მცველი "პორტუში” 2009-2012 წლებში გამოდიოდა და 72 მატჩში 2 გოლი გაიტანა.
|