"ბარსელონას” ნახევარმცველ იბრაჰიმ აფელაის მილანის "ინტერში” იჯარის წესით გადასვლა ბოლო დღეებში ლამის გადაწყვეტილ ამბად საღდებოდა, მაგრამ ბოლო ინფორმაციით, მოლაპარაკება ჩაშლასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ხელშეკრულების გაფორმებასთან. El Mundo Deportivo-ს ცნობით, მას შემდეგ, რაც "ინტერს” "მილანიდან” ანტონიო კასანო წაუყვანია, 26 წლის ჰოლანდიელისადმი ინტერესი საგრძნობლად განელებულა და აფელაის "სან სიროზე” გადაბარგების შანსიც გაცილებით მცირეა, ვიდრე თუნდაც ერთი კვირით ადრე იყო.
|