იტალიური "ნაპოლის” პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა, რომ მისმა კლუბმა და "პარი სენ ჟერმენმა” ეზეკიელ ლავესის ტრანსფერთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და არგენტინელი შემტევი საფრანგეთში უახლოეს მომავალში გადაბარგდება. "პრესაში იწერება, რომ 31 მილიონ ევროზე შევთანხმდით, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ ეს ინფორმაცია კონფიდენციალურია. კონკრეტულ ციფრებს ვერ დაგისახელებთ. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ყვეალაფერი მომდევნო კვირაში დასრულდება” – განაცხადა დე ლაურენტისმა Radio Marte-სთვის მიცემულ ინტერვიუში.
|