მილანის "ინტერი" დაინტერესებულია "ევერტონის" მცველის, ჯონი ჰეიტინგას შეძენით.
როგორც Daily Mail იუწყება,"ევერტონი" ჰოლანდიელ მცველს კარგი შემოთავაზების შემდეგ გაყიდის. ხელსაყრელი შემოთავაზების არ მიღების შემთხვევაში ჰეითინგა "გუდისონ პარკზე" დასარჩენად მზადაა.
გააჩნია რას შესთავაზებს "ინტერი" ჰოლანდიელ მცველს. ჯონი ჰეიტინგა კი აგვისტოში "ევერტონის" ძირითად შემადგენლობაში იქნება.
ჰეიტინგა "ევერტონში" 2009 წელს გადავიდა მადრიდის "ატლეტიკოდან." მან "ევერტონის" მაისური 88-ჯერ მოირგო და 2 გოლი გაიტანა. ნაკრებში კი 2004 წლიდან ასპარეზობს. ჰოლანდიის მაისურით ჩატარებულ 80 მატჩში კი მას 7 გოლი აქვს გატანილი.
|