უკვე შესაძლოა, რომ სატრანსფერო ფანჯრის სეზონში, "მანჩესტერ სიტის" მარცხენა მცველი, ალექსანდრ კოლაროვი, იტალიაში გადავიდეს.
როგორც იტყობინება Sportske.net-ი, "ცისფრების" მარცხენა ფლანგელით მილანის "ინტერი" ინტერესდება. "სიტის" და "ინტერის" ხელმძღვანელები სულ მალე შეხვდებიან ერთმანეთს და მოილაპარაკებენ ტრანსფერზე.
ასევე, როგორც გამოსცემს ბრიტანული პრესა, "სიტის" სურს, რომ "ინტერმა" კოლაროვში 12 მილიონი გადაიხადოს.
ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ კოლაროვი "სიტიში" 2010 წელს გადავიდა.
ასევე იმასაც გეტყვით, რომ ეს ტრანსფერი "სიტის" 16 მილიონი დაუჯდა.
|