ზლატან იბრაგიმოვიჩი: ინტერმა არ უნდა გაუშვას ეტო
ტევესს ინტერში გადასვლა სურს
ეტო'ო სამედიცინო შემოწმებას გაივლის
სერია ა: აჯანყება ისევ გრძელდება
მილანის ფორვარდი ზლატან იბრაგიმოვიჩი თვლის რომ ინტერმა არ უნდა გაუშვას ეტო ანჟიში. "ინტერი ბევრს დაკარგავს თუ ეტოს გაყიდის. არც ისე ბევრი მოთამაშეა რომლებიც მას შეედრებიან და შეცვლიან მას. ის არამარტო კარგი მოთამაშეა, ის საუკეთესოა მსოფლიოში. პირადად ჩემთვის რომ მოემართა ანჟის, მე უარს ვეტყოდი მათ. –გაუნცხადა ფორვარდმა Corriere Dello Sport–ს
მილანის ინტერის ხელმძღვანელობა დარწმუუნებულია, რომ მანჩესტერ სიტის არგენტინელ ფორვარდს კარლოს ტევესს "ნერაძურიში" გადასვლა სურს და არა ლონდონის არსენალში. Corriere dello Sport–ის თანახმად, არგენტინელმა უკვე შეატყობინა ქალაქელებს, რომ ინტერში სურს კარიერის გაგრძელება. ამავდროულად არსენალი ცდილობს ტევესის ხელში ჩაგდებას. მეთოფეები აპირებენ, ნასრისა და ტევესის ერთმანეთში გაცვლას. შეგახსენებთ, რომ ინტერს ტევესი სამუელ ეტოოს შემცვლელად უნდა. კამერუნელი რუსეთში გააგრძელებს კარიერას.
ერთერთი ყველაზე ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport ამტკიცებს, რომ უახლოეს დროში მილანის ინტერის კამერუნელი თავდამსხმელი სამუელ ეტო'ო მახაჩკალის ანჟის ფეხბურთელი გახდება.
როგორც გამოცემა იუწყება, ხვალ იტალიის დროით, დღის 12:00სთზე კამერუნელი თავდამსხმელი ქალაქ რომში გაივლის სამედიცინო შემოწმებას, ოთხშაბათს კი ოფიციალურად იქნება გაკეთებული განცხადება ეტო'ოს მახაჩკალის ანჟიში გადასვლის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ კამერუნელის მახაჩკალურ კლუბში გადასვლის სატრანსფერო თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენს. ხოლო თავდამსხმელის პირადი კონტრაქტში ანაზღაურების საფასური, სხვადასხვა მონაცემებით, წელიწადში 15-დან 20 მილიონ ევროს შეადგენს.
იტალიური ჩემპიონატის ასოციაციის (AIC) პრეზიდენტმა გააფრთხილა ფეხბურთელები, რომ სეზონი დაიწყება მხოლოდ მაშინ, როცა კოლექტიურ შეთანხმებაზე იქნება ხელი მოწერილი. (AIC) აფრთხილებს ფეხბურთელებს, რომ სერია ა-ს პრიველი ტური, რომელიც 27-28 აგვიტოხ არის დაგეგმილი შესაძლოა გადაიდოს. სეზონი დაიწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. ჩვენ ახლაც იმ მდგომარეობაში ვართ, როგორც წარსულში.
|