ესპანეთში მოწყობილ ფეხბურთელების გაფიცვას,რომლის გამო გამოც პრიმერა დივიზიონის 1 ტური დეკემბრისთვის გადაიდო და ლა ლიგა სტარტს ამ უქმეებზე აიღებს,იტალიაშიც მიბაძეს. ოღონდ თუ ესპანეთში ფეხბურთელები გაიფიცნენ კლუბების წინააღმდეგ,აქ პირიქით,კლუბები დაუპირისპირდნენ მოთამაშეებს და გუშინწინ, სერია a_ს კლუბების ხელმძღვანელებმა გაფიცვა გამოაცხადეს. ამ ყველაფერში მხოლოდ ორი კლუბი,"სიენა" და "კალიარი" არ მონაწილეობს, 18 საფეხბურთო სუბიექტი კი კაბალურ საგადასახადო პირობებსა და საფეხბურთო პროფკავშირის მიერ დადგენილ რამდენიმე ნორმას აპროტესტებს. კერძოდ,იმ უფლებების ჩამორთმევაზე,რომელიც კლუბის ხელმძღვანელობას პრიორიტეტს ანიჭებდა ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე ამა თუ იმ ფეხბურთელისთვის გუნდთან ერთად ვარჯიში აეკრძალა. პროფკავშირის მოთხოვნით ფედერკალჩომ ეს წესი გააუქმა,რასაც კლუბების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. მეორე საკითხი კი დამატებით შემოსავლებზე გადასახადების მომატებაა,ამჟამინდელი კანონით, 150 ათას ევრომდე კლუბის დამატებითი შემოსავალი,5%-ით იბეგრება,150 ათასზე მეტი კი მუკვე 10%-ით.
|