La Gazetta Dello Sport-ის ცნობით, იტალიის ჩემპიონატის პირველი ტური, რომელიც 27-28 აგვისტოს უნდა ჩატარებულიყო, გაურკვეველი ვადით გადადებულია. ამის მიზეზი ლიგის ხელმძღვანელებისა და ფეხბურთელთა ასოციაციის შეუთანხმებლობაა. ფეხბურთელებს შეთანხმების 2012 წლის ივნისამდე გახანგძლივება სურდათ, მაგრამ უარი მიიღეს. საბოლოოდ, მათ გაფიცვა გადაწყვიტეს და იტალიის სერია A-ს პირველი ტური გადაიდო.
სავარაუდოდ, ჩემპიონატი 10-11 სექტემბერს დაიწყება.
|