კვირა, 22.12.2024, 22:18
მოგესალმები სტუმარი | RSS

 FC.INTERNAZIONALE              

მთავარი » 2012 » ივნისი » 11 » იტალია
19:16
იტალია

იტალია

ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე ჩაფლავების შემდეგ იტალიელები გაორმაგებული ძალებით ეცდებიან რეპუტაციის აღდგენას, თუმცა ევრო2012-ის პირველივე მატჩში მათ ურთულესი გამოცდა ელით მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთთან. ჩეზარე პრანდელის ხელში იტალიელები უფრო შემტევ ფეხბურთს თამაშობენ, ვიდრე მანამდე: მოედნის ცენტრში ”ესპანურ სტილში” ცდილობენ ბურთის კონტროლს და არც იტალიური დაცვა ავიწყდებათ. ერთხელ, ამხანაგურ მატჩში, სწორედ ასეთ სტილში ესპანელებსაც კი მოუგეს. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ აპენინელებს ამ ჩემპიონატზე კარგი შედეგის მიღწევა შეუძლით. მთავარ პრობლემად შეიძლება ჩემპიონატის წინ იტალიაში აგორებული სკანდალი მივიჩნიოთ, რომელიც მატჩების გარიგებებს ეხება. თუმცა მსგავსი ამბავი იტალიელთათვის არახალია და მეტნაკლებად მიჩვეულები უნდა იყვნენ. დიდი ალბათობაა სკანდალი ევროპის ჩემპიონატზეც მოხდეს, რადგან მარიო ბალოტელიმ განაცხადა, თამაშის დროს რასისტული შეურაცხყოფა თუ მომაყენეს გულშემატკივრებმა, მოედანს მაშინვე დავტოვებო. რასიზმი კი მოგეხსენებათ ევრო2012-ის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

ვარსკვლავი –     დანიელე დე როსი

დადგა დრო, რომას ნახევარმცველმა და ერთ-ერთმა ლიდერმა ნაკრებშიც ითამაშოს გადამწყვეტი როლი. ხისტ და მებრძოლ დე როსის პასებიც არ დაეწუნება, თუმცა მისი მთავარი ამოცანა მაინც დაცვამდე მისასვლელი გზების გადაკეტვა იქნება. რომასთან კონტრაქტის გახანგრძლივების შემდეგ, მას თავისუფლად შეუძლია მთელი ყურადღება ნაკრებს დაუთმოს და ევრო2012-ის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ იქცეს. უარყოფით მხარედ მისი დროდადრო ზედმეტად უხეში თამაში ითვლება. თუ ნერვებმა არ უმტყუნა, დე როსის შეუძლია იტალიელებს წარმატებისკენ გაუძღვეს.

 

პროგნოზი:  მეოთხედფინალი

ნანახია: 681 | დაამატა: Giuseppe-Meaca | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 3
1 Giuseppe-Meaca  
0
de rosi magari kacia ise tu gaxsovt moratis xut ocnebashi ert erti iyo daniele de rosi

2 nerazuri  
0
de rosi kai igrokia,undoda inters yidva mara rogorc yoveltvis araferi gamouvida sir moratis

3 interelia  
0
ar megona de rosi dacvashi ae umagles doneze tu atamashdeboda,,, sagol italias...

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
საიტის მენიუ
«  ივნისი 2012  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
    123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930
300
Copyright MyCorp © 2024    
 Fc.inter