სებასტიან ჯიოვინკოს გულშემატკივრების საყურადღებოდ ! La Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით , ტურინის ” იუვენტუსი ” ხვალ შეხვდება ” პარმას ” წარმომადგენლებს , სადაც გამოისყიდიან კიდევაც იტალიელი ფეხბურთელის კონტრაქტს სრულად . შეგახსენებთ , რომ ორი წლის წინ ტურინელებმა რამდენიმე მილიონად მიჰყიდის პარმელებს ჯიოვინკოს კონტრაქტის 50 % . როგორც ჩანს მაროტა არ აპირებს კონვერტის პრინციპით მოლაპარაკებას პარმელებთან და გუნდი მზადაა 25 მილიონიანი ინვესტიცია განახორციელოს იტალიის ნაკრების ფეხბურთელში . ტურინელთა ასეთი გააქტიურება ძირითადათ გამოწვეულია იმით , რომ ჰორიზონტზე გამოჩნდა მილანის "ინტერი ” . მაროტა კი როგორც ჩანს არ აპირებს ატომური ჭიანჭველის დათმობას . სავარაუდოდ ხვალ საღამოსთვის ზუსტად გვეცოდინება თუ რა ბედი ელის ჯიოვინკოს …