ფლორენციის "ფიორენტინას” ერთ-ერთმა დირექტორმა, ჯანფრანკო ტეოტინომ განაცხადა, რომ "იების” ლიდერს, სტივენ იოვეტიჩს კლუბის დატოვება შეუძლია, თუ მას ამის სურვილი აქვს. "თუ იოვეტიჩს წასვლა სურს, მას ამის უფლებას მივცემთ. სტივენის ძალით შენარჩუნებას არ ვაპირებთ. თუმცა, თუ ფეხბურთელს ჩვენი გუნდის რწმენა აქვს, იგი "ფიორენტინაში” კიდევ დიდი ხნის განმავლობაში ითამაშებს. თუ მოვლენები სხვაგვარად განვითარდება, იოვეტიჩს წასვლის უფლებას მივცემთ. ნებისმიერ შემთხვევაში, სხვა კლუბისგან წამოსული შემოთავაზება ფეხბურთელის ღირებულებას უნდა შეესაბამებოდეს” – აცხადებს ტეოტინო
|