"ინტერის" ნახევარმცველმა ესტებან კამბიასომ ფორვარდ სამუელ ეტოოს მახაჭყალის "ანჟიში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა.
"ეტოო ჩვენს გუნდს ბოლო ორი წლის მანძილზე ძალიან დაეხმარა. მისი გადასვლა ჯერ ოფიციალურად არ არის გაფორმებული. თუმცა "ინტერის" ისტორიაში ბევრი დიდი ჩემპიონი იყო, რომელთა სხვა ლიგაში გადასვლის შემდეგაც "ინტერი" "ინტერად" რჩებოდა", - განაცხადა კამბიასომ.
|