მილანის "ინტერის" ახალწვეულმა, ანტონიო კასანომ, კომენტარი გააკეთა მის სადებიუტო მატჩზე, რომელიც "პასკარასთან" შედგა (3:0).
"ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ 3 ქულა მოგვეპოვებინა. ეს იყო შესანიშნავი მატჩი - მთელი გუნდის კარგი თამაშით." - განაცხადა კასანომ.
"ბედნიერი ვარ. ჩემთვის მარტივია ითამაშო "ნერაძურიში" მილიტოსთან, სნეიდერთან და სხვა თანაგუნდელებთან ერთად."
"რა თქმა უნდა, ჩვენ კიდევ გვჭირდება ფიზიკური ფორმის აღდგენა, რადგან ეს სეზონის პირველი მატჩი იყო." - დაასრულა იტალიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა.
|