"ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემი "ინტერში" გადასვლა მთავარ მწვრთნელსაც სურდა. მორატიმ ბევრი რჩევა მომცა. ცოტა ხნის წინ დიდი პრობლემა მქონდა, ახლა კი მშვიდად ვარ. ტრანსფერი სწრაფად განხორციელდა? შეიძლება ასეც ითქვას, მაგრამ ამ საკითზე დიდი ხანი მუშაობდნენ.
"მილანში" გადასვლა შეცდომა არ ყოფილა, "როსონერის" ცუდი ფეხბურთელები და მწვრთნელი არ ყავს, მაგრამ გუნდში ვიღაცას უფრო დიდი თანამდებობა ეჭირა. ავადმყოფობის დროს ფანები გვერდში მედგნენ - მათ მადლობას ვუხდი, ხოლო ის "ვიღაც" ჩემს გვერდში არ იდგა. გალიანიზე ვამბობ თუ არა? სახელების დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. ეს უმადურობაა? მადლობას ვუხდი ფანებს, სილვიო ბერლუსკონისა და მის შვილს, ბარბარას. ტასოტიც ძალიან მეხმარებოდა. პრობლემა მხოლოდ ერთ ადამიანთან მქონდა.
ბავშვობაში "ინტერს" ვგულშემატკივრობდი, აქ სწორედ ამიტომ მოვედი. შემოთავაზება მქონდა ყატარიდან - ისინი დიდ ფულს მთავაზობდნენ, მაგრამ მე მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში მინდა. ახალი თანაგუნდელები ძალიან მეხმარებიან."