მილანის "ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ გუშინ,კლუბის ოფისიდან გამოსვლიასას, იქვე შეკრებილ მედიელებს გვერდი არ აუარა და მათ კითხვებს საიამოვნებით უპასუხა.
- სეზონის სტარტით უკმაყოფილო არ უნდა უყოთ? - მართალი ბრძანდებით, დიდი ანგარიშით ჩემპიონატის პირველი მატჩის მოგება ძალიან სასიამოვნოა, თანაც თამაშიც მომეწონა.
- ახალწვეულ ანტონიო კასანოზე რას იტყვით? - კასანომ ისე ითამაშა, როგორც მისი დონის ფორვარდს შეჰფერის, ჭკვიანურად და ლაღად. იგრძნობოდა როგორ ცდილობდა პარტნიორებთან შეთამაშებას. ყოველივე ეს მახარებს და იმედს მაძლევს , რომ ანტონიო მალე შეძლებს ნერიაძურიში სრულად ადაპტირებას.
- შენიშნეთ თუ არა, რომ დიეგო მილიტოსთან უცებ იპოვნა საერთო ენა? - რა თქმა უნდა, მეორე გოლის დროს მან დროულად დაინახა თავისუფალ პოზიციაში მდგარი პარტნიორი და საგოლე პასი მისცა. ამის შესახებ თვითონ მილიტომაც ილაპარაკა პრესასთან.
ვის გამოყოფდით თქვენი გუნდიდან? - ფრედი გუარინს. იგი საოცრად ძლეირი და ჭკვიანი ნახევარმცველია. გასულ სეზონში მისმა ტრავმამ ძალიან დაგვხია უკან,მაგრამ ახლა მთელი ძალით შეძლებს თამაშს და "ინტერის" ნახევარდაცვა შეუჩერებელი გახდება.
- აი, ალვარო პერეირაც თუ კარგად ჩაეწრება გუნდში?.. - მაგის ძალიან დიდი იმედი მაქვს. ურუგვაელი საოცრად ნიჭიერი და ენერგიული ფეხბურთელია, ერთნაირად ძლიერია დაცვაში და თავდასხმაშიც, ამიტომაც შუა ხაზში კიდევ დიდი პოტენციალი გაგვაჩნია.
- ფიქრობთ, რომ გუნდის დაკომლექტება დასრულებულია? - ორიოდე დღე კიდევ დარჩა სატრანსგერო ფანჯრის დახურვამდ,რაღაცეებზე ვმუშაობთ და გთხოვთ,ამაზე ნუ მალაპარაკებთ, რადგან დაუმთავრებელსაქმეს ეს არ წაადგება. თუ რამეს კიდევ გავახერხებთ, ხომ შეიტყობთ და რაც არ გამოგვივა, მერე არც იმას დაგიმალავთ, რადგან "ინტერის" მთავარი პრინციპი საზოგადოებასთან ღიაობაა.
- მაინც რომელი რგოლის გაძლიერებას გეგმავთ? - თქვენ ხომ არ მოეშვებით კაცს? ჯანდაბას, გეტყვით, თუ ერთი კარგი თავდამსხმელი დავიმატეთ, ბოლომდე კმაყოფილი ვიქნები.
- მაგ თავდამსხმელის ფოტორობოტი აუცილებლად გექნებათ? - (ხარხარებს) გამაგიჟებთ, ხალხო! კი გვაქვს, ასე ორი მეტრის სიმაღლისაა, მოქნილია და მარტო თავით კი არა, ფეხითაც მაგრად თამაშობს, მაგრამ თუ ამ საკითხზე კიდევ რამეს თუ მკითხავთ, თევზივით დავმუნჯდები.
- ბატონო პრეზიდენტო, ვიცით ჩინელ ინვესტორებს უნდათ "ინტერის" აქციათა 15% იყიდონ. ამ საკითხზე ხომ არ მსჯელობდით წეღან თქვენს ხელქვეითებთან? - ეგ საკითხი წესრიგში ნამდვილად დგას, მაგრამ მაგაზე საუბარი არ გვქონია, კლუბის ბიუჯეტის შესახებ ვისაუბრეთ და შემიძლია გითხრათ, რომ მიმდინარე სეზონში ნერიაძურის არავითარი ფინანსური პრობლემა არ შეექმნება. რაც შეეხება აქციების გაყიდვას, მაგასაც არ გამოვრიცხავ, მაგრამ ისე,რომ ამან ჩვენ კლუბს დიდად არგოს, თორემ ისე მაგის არავითარი შაჭიროება არ არსებობს.
|