სამწუხარო ინფორმაციაა "ინტერის" გულშემატკივრებისთვის, იცით რომ "ჰაიდუკთან" მატჩის დროს "ინტერის" რუმინელმა მცველმა კრისტიან კივუმ მარჯვენა ფეხის ტრავმა მიიღო. სამედიცინო გამოკვლევის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ კივუ "ინტერს" 2 სექტემბრამდე ვერ დაეხმარება. გამოდის რომ რუმინელი "ინტერს" ევროპა ლიგის პლეი ოფის მატჩებს რუმინულ "ვასლუსთან" და სერია A_ს პირველ მატჩს "პესკარასთან" ვერ დაეხმარება. წინასწარი ინფორმაციით, კივუ, 2 სექტემბერს მეორე ტურის მატჩში "რომასთან" შეხვედრაში დაუბრუნდება "ინტერს".
|