ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ფილიპე კოუტინიო წლინახევრის წინ გადმოვიდა "ვასკო და გამადან " "ინტერში",მაგრამ ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება გაუჭირდა და გასულ ზამთარს "ესპანიოლში" გაანათხოვრეს. ახლა ახალი მთავარი მწვრთნელის ანდრეა სტრამაჩიონის მოთხოვნით დააბრუნეს და მომავალი სეზონისთვის საგულდაგულოდ ემზადება, რასაც მის მოკლე ინტერვიუდან შეიტყობთ.
- "ესპანიოლში" განათხოვრებამ გარგოთ? - ვფიქრობ ძალიან, რადგან ისეთ კარგ ლიგაში როგორიც პრიმერაა, თამაში მეტად სასარგებლოა,მითუმეტეს ჩემნაირი ახლგაზრდა ფეხბურთელისთვის. მუდმივმა სათამაშო პრაქტიკამ გამოცდილებასთან ერთად,საკუთარი თავის რწმენა გამიმყარა.
- შესამჩნევია სხვაობა ბრაზილიისა და ევროპის ქვეყნების პირველობის შორის? - შესამჩნევი კი არის, ოღონდ კლასში და ოსტატობაში იმდენი არა, რამდენიც მაღალ სათამაშო ტემპსა და სისტემაში. ამ მხრივ ევროპა წინაა, სამაგიეროდ, ჩემს სამშობლოში ტექნიკა და არტისტიზმია წინა პლანზე.
- მთავარ მწვრთნელთან საუბარი გქონდათ? - დიახ, ანდრეა სტრამაჩიონი ძალიან გახსნილი ადამიანია. მან მითხრა, რომ ჩემი იმედი აქვს, შემირჩია ადგილი მოედანზე, მეტოქის საჯარიმოს წინა ხასთან უნდა ვიმოქმედო, სიტუაციის გამწვავება და ბოლო საგოლე პასის მიცემა მევალება.
- ევროპა ლიგის მატჩებზე რას იტყვით? - მიგიხვდით, პირველ, საშინაო შეხვედრაში აშკარად ვერ ვითამაშეთ, მაგრამ პირველ საგარეო მატჩში ვაჩვენეთ თუ რა შეუძლია "ინტერს".
- ამ სეზონში რა გეგმები გაქვთ? - პირველ რიგში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა გავიდეთ და დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ. რაც შეეხება იტალიის ჩემპიონატს, სკუდეტოსთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ და იტალიის თასის მოგებასაც შევეცდებით. ამჟამინდელ ნერიაძურის ეს შეუძლია და ტიფოზებიც ამას ითხოვენ ჩვენგან.
- რომელ პარტნიორთან გიადვილდება ურთიერთობა მოედანზე? -ხავიერ ძანეტიზე არაფერს ვიტყვი, კაპიტანი შეუდარებელი პარტნიორია. აღტაცებული ვარ ვესლი სნეიდერის ოსტატობით, მის გვერდით უამრავ რამეს ვსწავლობ . მას შეუძლია საოცარი პასი მოგცეს ან არაფრისგან გოლი გამოადნოს.
- რას ატყობთ, ბევრი რამ შეიცვალა გუნდში ანდრეა სტრამაჩიონის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ? - ძალიან. პირველ რიგში აღარ იგრძნობა ის ფსიქოლოგიური დაძაბულობა, რაც ადრე იყო, ყველა მშვიდად აკეთებს თავის საქმეს. ფეხბურთელებს შორის ჯანსაღი სიტუაციაა და ყველამ იცის, რომ მის გარჯას არავინ უყურადღებოდ არავინ დატოვებს. სტრამა მუდმივადაა მოთამაშეებთან კონტაქტში, ისმენს მათ მოსაზრებას და ზოგჯერ იზიარებს კიდეც. იგი სულ გვიმეორებს, რომ შეგვიძლია ნებისმიერ მივმართოთ. მწვრთნელის ასეთი დამოკიდებულება, შერწყმულ მომთხოვნელობასთან და დიდ პროფესიონალიზმმთან ერთად იმისიმედს მაძლევს, რომ "ინტერი" ძალიან კარგად იასპარეზებს და გუნდთან ერთად მეც თავს გამოვიჩენ.
|