იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა დემეტრიო ალბერტინიმ განაცხადა, რომ არის საფრთხე, სერია А-ს დაწყება გადაიდოს.
იტალიის საფეხბურთო ასოციაციაა უკმაყოფილოა იმით, რომ სპორტსმენების უფლებების შესახებ ლიგასთან მოლაპარაკება დროულად არ დასრულდა. მოლაპარაკებები დღემდე გრძელდება.
"აქ ისეა, როგორც ნბა-ში. თუ ხელშეკრულება
ხელმოწერილი არ არის, სეზონი არ დაიწყება", - თქვა ალბერტინიმ. შეგახსენებთ, რომ სერია A-ს პირველი ტური 28 აგვისტოს უნდა ჩატარდეს.
|