ლუკას მოურამ ინტერვიუ მისცა ჟურნალისტებს სადაც მან განაცხადა, რომ იგი "ევროპაში გადასვლას არ ჩქარობს".
მოურას მომავლის თემა ძალიან აქტუალურია. მას უწინასწარმეტყველებენ "მადრიდში" გადასვლას, მაგრამ ბრაზილიელი ამომავალი ვარსკვლავი აცხადებს, რომ იგი "სან პაულოს" დატოვებას არ აპირებს.
"მე მინდა ფეხბურთის თამაში და ძალიან ბედნიერი ვარ "სან პაულოში". ჯერჯერობით არ ვაპირებ, ახლანდელი "კლუბის" დატოვებას და მომავალში რა იქნება არავინ იცის. "სან პაულოში" ბევრი სათამაშო დრო მეძლევა და მინდა ამ კლუბის ისტორიაში შევიდე. ამისთვის უნდა მოვიგოთ ბევრი ტიტული. არ გამოვრიცხავ ევროპაში გადაბარგებას, მაგრამ პირველ რიგში მინდა "სან პაულოს" გულშემატკივარს დავამახსოვრო თავი ჩემი კარგი თამაშით." -განაცხადა მოურამ თავის ინტერვიუში.
|