ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს შესაძლოა ევერტონმა თავდამსხმელი დაიმატოს.
იტალიური სპორტული ინტერნეტ გამოცემა ,,CalcioNews24" იუწყება, რომ ევერტონმა პირველმა გამოიჩინა დაინტერესება ინტერის ფეხბურთელის ლიუკ კასტანოსის მიმართ, რის შემდეგაც თავდამსხმელმა განაცხადა, რომ მას ინტერიდან წასვლა სურს.
მოსალოდნელი იყო, რომ ნერაძური ახალგაზრდა ჰოლანდიელ ტალანტს არენდით გაუშვებდა, თუმცა ფეხბურთელმა ამაზე კატეგორიული უარი განაცხადა და ინტერის ხელმძღვანელებს შეუთანხმდა, რომ სხვა კლუბში გაეყიდათ.
გავიხსენოთ, რომ გასულ სეზონში კასტანოსმა ,,სერია ა"-ში მხოლოდ 6 მატჩი ჩაატარა.