მილანის "ინტერმა” ბრაზილიელ მცველ ლუსიოსთან კონტრაქტი გაწყვიტა. ხელშეკრულება, რომელიც 2014 წლამდე იყო ძალაში, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე იქნა ანულირებული. ამგვარად, ბრაზილიელ ფეხბურთელს სხვა კლუბში გადასვლა თავისუფალი აგენტის სტატუსით შეეძლება. არსებობდა ინფორმაცია, რომ ლუსიოს საკუთარ რიგებში ხილვა სტამბულის "ფენერბაჰჩეს” სურდა, ბოლო ცნობებით კი, მის გადაბირებასთან ყველაზე ახლოს "იუვენტუსია”. ტურინელები მზად არიან ლუსიოს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზონ, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის წლიური ხელფასი კი 2.2 მილიონი ევრო იქნება, რომელიც სხვადასხვა ბონუსების დამატებით, შესაძლოა, 4 მილიონამდეც ავიდეს.
|