მილანის "ინტერის” მცველმა დუგლას მაიკონმა ფრანგულ პსჟ-ში გადასვლა არ ისურვა. Sky Italia-ს ცნობით, ბრაზილიელის სანაცვლოდ, პარიზელები მილანელებს 10 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, მაგრამ გარიგება თავად ფეხბურთელმა ჩაშალა. აპენინური პრესის ინფორმაციით, მარჯვენაფლანგელს იმედი აქვს, რომ მადრიდის "რეალში” გადავა და თავის ყოფილ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოსთან ერთად იმუშავებს. თავის მხრივ, სარფიანი წინადადების შემთხვევაში, მცველის გაყიდვაზე უარს არც "ნერაძური” იტყვის.
აღსანიშნავია, რომ არც ისაა გამორიცხული, მაიკონმა "ინტერთან” ახალი კონტრაქტი გააფორმოს და კარიერა იტალიაში განაგრძოს. სავარაუდოდ, ასეც მოხდება, თუკი მას "რეალი” არ შეიძენს.
|