თუკი ტურინის "იუვენტუსის” მცველი შტეფან ლიხშტაინერი ფრანგულ პსჟ-ში გადაბარგდება, იტალიელები მილანის "ინტერის” მარჯვენაფლანგელის – დუგლას მაიკონის შეძენას შეეცდებიან. ამის შესახებ Tuttosport-ი იუწყება. საგულისხმოა, რომ რამდენიმე დღის წინათ, პარიზელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ლიხშტაინერისადმი ინტერესი უარყო, მაგრამ იტალიურ და ფრანგულ მედიასაშუალებებში შვეიცარიელის ტრანსფერზე საუბარი მაინც არ წყდება. იტალიელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ მაიკონის "იუვენტუსში” გადასვლაში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მცველის თანამემამულე ლუსიუ, რომელიც ”ბებერ სინიორაში” სწორედ "ინტერიდან” გადაბარგდა.
შეგახსენებთ, რომ მაიკონის სახელს ლონდონის "ჩელსის”, მადრიდის "რეალსა” და პსჟ-საც უკავშირებენ.
|