მილანის "ინტერის” მარჯვენა მცველი დუგლას მაიკონი თავის გუნდს ტრავმის გამო უახლოეს მომავალში ვერ დაეხმარება. 30 წლის ფეხბურთელმა მარჯვენა მუხლის მენისკი ვარჯიშზე დაიზიანა.
Football Italia-ს ცნობით, მაიკონს ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ფეხბურთელს ოპერაცია სამშობლოში, ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ექიმის, ჟოზე რანკოს მეთვალყურეობის ქვეშ ჩაუტარდება.
ასე რომ, მაიკონი "ინტერს” სერია A-ს საწყის ტურებში ვერ დაეხმარება და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის რამდენიმე შეხვედრასაც გამოტოვებს.
|