"ინტერის" მცველ მაიკონს მარჯვენა მუხლის მენისკის ოპერაცია დროულად ჩაუტარდა. ბრაზილიელს ქრონიკული ტრავმა აწუხებდა და ოპერაცია რიო დე ჟანეიროში გაიკეთა.
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა ექიმმა ხოსე ლუის რანკომ, რომელიც სამედიცინო ბრიგადის მუშაობას ხელმძღვანელობდა, "ინტერის" სამედიცინო შტაბის უფროსს ფრანკო კომბის შეატყობინა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
|