”ინტერის” მცველის, მაიკონის აგენტის თქმით, მისმა კლიენტმა ”მანჩესტერ სიტისა” და ”ჩელსის” ყურადღებები მიიპყრო. დუგლასი ”ნერაძურიში” 2006 წლიდან ირიცხება და დღემდე ამ გუნდის ლიდერად ითვლება, მისმა გუნდმა 2010 წელს ჟოზე მოურინიოს ხელმძღვანელობით 53 წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის თასის აღმართვა შეძლო. ამჟამად პორტუგალიელი სპეციალისტი მადრიდულ ”რეალს” უდგას სათავეში და სწორედ მისი გუნდი ითვლება ბრაზილიელი მცველის გადაბირების მთავარ კანდიდატად. თუმცა თუ მაიკონის აგენტის, რობეტო სალენდას სიტყვებს დავეყრდნობით, დუგლასის გადაბირებით ”ინტერის” ასევე ყოფილი ”თავკაცი”, რობერტო მანჩინიცაა დაინტერესებული. ”ჩემი კლიენტისადმი ინტერესი სიტიმ, ჩელსიმ და რეალმა გამოთქვეს. და კიდევ ერთი, დუგლასი არავითარ შემთხვევაში არ წავა მილანში ან იუვენტუსში”, - აცხადებს სალენდა Calciomercato-სთან ინტერვიუში. თუმცა შემდეგ ფეხბურთელის წარმომადგენელმა დაამატა, რომ ამ მომენტში ”სიტის” ხემძღვანელობასთან მოლაპარაკებებს არანაირი პროგრესი არ გააჩნია. ”ამ საკითხის თაობაზე არანაირი ახალი ამბავი არ არის”, - აღნიშნა მან.
|