ინტერის მცველი არ არის წინააღმდეგი იტალიის სერია A ბრაზილიის ჩემპიონატზე გაცვალოს.
მაიკონს ინტერთან ერთწლიანი ხელშეკრულება აკავშირებს, მაგრამ არსებობს ინფორმაცია, რომ მან დაიწყო წასვლის თაობაზე მოლაპარაკებები კლუბის ხელმძღვანელობასთან. მცველი იმედოვნებს, რომ ინტერი ნებას მისცემს, ამჟამინდელი კლუბიდან ბრაზილიის ჩემპიონატში გადავიდეს.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბრაზილიელის ხილვა თავის გუნდში ფრანგულ პსჟს სურდა. თუმცა, მაიკონის შემდეგი კლუბი სავარაუდოდ კრუზეირო იქნება.
„მე ვიცი, რომ მაიკონი და მისი აგენტი კარგად არ იქცევიან. ეს დელიკატური სიტუაციაა - მიმდინარეობს უსამართლო პროცესი და ამის გამო შეიძლება მოთამაშემ რამდენიმე მილიონიანი ჯარიმა მიიღოს. ამის მიუხედავად, მე ვფიქრობ, რომ ის ბრაზილიაში დაბრუნდება".
„მე არ ვიცი ყველა დეტალი, რადგან აღარ ვარ მოთამაშის წარმომადგენელი. მაგრამ, იმის თქმა ნამდვილად შემიძლია, დარჩება თუ არა ის ინტერში", - განაცხადა ანტონიო კალიენდამ, რომელიც მაიკონის სარეკლამო კომპანიას წარმოადგენდა.