ესპანური "მალაგას” ყატარელმა შეიხმა აბდულა ალ-ტანიმ AS-თან საუბარში კლუბის სამომავლო გეგმები გაამხილა. ანდალუსიელებმა ისედაც მრავლად იყიდეს ცნობილი ფეხბურთელები, მაგრამ შეიხი რისი შეიხია, ამაზე გაჩერდეს.
"ჩვენი მიზანი "მალაგას” სუპერგუნდად გადაქცევაა. კლუბი ესპანეთში ერთ-ერთი საუკეთესო უნდა გახდეს და პლუს, ჩემპიონთა ლიგის, ან ევროპის ლიგის მოგება უნდა შეეძლოს. მაინცდამაინც არ ვღელავ ტრანსფერში დახარჯულ ფულზე. შეგვიძლია, 60 მილიონი ევრო ათ ფეხბურთელში გადავიხადოთ, ხოლო 60 მილიონზე მეტი – ერთ ფეხბურთელში. სამომავლოდ სამუელ ეტოოს, ვესლი სნეიდერისა და რაულის გადმოყვანას ვაპირებთ. აქვე გეტყვით, ჩვენი მოსვლის შემდეგ, ”მალაგას” მაისურები ცხრაჯერ მეტი იყიდება” – განაცხადა ალ-ტანიმ.
|