"მანჩესტერ იუნაიტედი" "ინტერის" ნახევარმცველის ვესლი სნეიდერის შეძენას ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე არ აპირებს.
ადრე "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებების წარმოება თავად ფეხბურთელმა დაადასტურა. თუმცა ჰოლანდიელის თქმით, "წითელ" ეშმაკებს "ინტერისთვის" ოფიციალური წინადადებით არ მიუმართავთ.
გასულ კვირას იმასაც იტყობინებოდნენ, რომ სნედიერი "მანჩესტერ სიტიში" გადასვლასთან ახლოსაა.
|