ფეხბურთის ლეგენდა დიეგო მარადონამ შვედეთთან მატჩში უკრაინის ნაკრების ფორვარდ ანდრეი შევჩენკოს ფანტასტიკური თამაში აღნიშნა. მარადონამ ჰოლანდიის ნაკრების თავკაც ბერტ ვან მარვეიკსაც მისცა რამდენიმე რჩევა. "ვან მარვეიკმა ვესლი სნეიდერის ბრწყინვალე ფორმაში ყოფნა უნდა გამოიყენოს, რომელიც პირველ მატჩში ფანტასტიკურად გამოიყურებოდა. რობინ ვან პერსის და არიენ რობენს კი საგოლე მომენტების 50 პროცენტის გამოყენება მაინც მართებთ, თუ სურთ გერმანელების შეუდრეკელი დაცვა გაარღვიონ.
ამ მატჩში უპირატესობა გერმანიის ნაკრების მხარესაა, რომელსაც შეუძლია ფრეზე ითამაშოს. ეს უფრო ახალგაზრდული გუნდია და ტაქტიკურად უკეთესადაა მომზადებული, ვიდრე ჰოლანდია.
ტურნირის გახსნის ყველაზე შთამბეჭდავი ფეხბურთელი ჩემი დიდი მეგობარი ანდრეი შევჩენკოა, რომელმაც შვედეთის ნაკრების კარში ორი ბრწყინვალე გოლი გაიტანა და გულშემატკივრები და მთავარი მწვრთნელი ოლეგ ბლოხინი ექსტაზში ჩააგდო", - განაცხადა მარადონამ.
|