"ინტერის" ტექნიკურმა დირექტორმა მარკო ბრანკამ გუნდში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე ისაუბრა.
"სნეიდერის თაობაზე "მანჩესტერ სიტი" დაგვიკავშირდა თუ არა? გასაგებია, რომ როდესაც მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მოთამაშე ხარ, კლუბების მხრიდან შემოთავაზებები მუდმივად არის.
იმ თანხაზე საუბარი, რომლის მიღებაც მის სანაცვლოდ გვსურს, არ ღირს. "ინტერი" უესლის გულშია, ასე რომ, ალბათ ის და ეტოოც დარჩებიან.
როგორც უნდა იყოს, "ინტერი" არავის დაიჭერს. ამასთან, არც იმ ფეხბურთელებს გავყიდით, რომლებიც კლუბში თავს შესანიშნავად გრძნობენ", - განაცხადა ინტერის ტექნიკურმა დირექტორმა.
|