მთავარი » 2011»აგვისტო»30 » მასიმო მორატი: "შესაძლოა მეტი ტრანსფერი არ განხორციელდეს"
15:25
მასიმო მორატი: "შესაძლოა მეტი ტრანსფერი არ განხორციელდეს"
"ინტერის" პრეზიდენტმა მასიმო მორატიმ განაცხადა, რომ ანდრეა პოლის და დიეგო ფორლანის შეძენით კლუბმა დახურა სატრანსფერო ფანჯარა.
"შესაძლოა ფორლანისა და პოლის შეძენა ბოლო იყოს ამ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე, მაგრამ ვნახოთ რა მოხდება. პალასიო? მე არა მგონია, რომ ის ჩვენთან გადმოვიდეს. დიეგო ფორლანი ძალიან უხდება ჩვენი გუნდის თამაშის სტილს, ბოლო წლებში მან ძალიან ბევრს მიაღწია როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე".
ჯან პირო გასპერინის შესახებ:
"ახალ მწვრთნელს უბრალოდ სხვა მიდგომა აქვს საქმესთან, მაგრამ ჩვენ გვჯერა მისი. დაცვაში თამაში არ უნდა იყოს პრობლემა ჩვენთვის, ფეხბურთელებმა უნდა მიიღონ სიამოვნება თამაშისგან და ყველაფერი კარგად იქნება. მაშინაც თუ რამე არასწორად წავა, მწვრთნელი არ გადადგება", - განაცხადა მორატიმ.
Ligis Mogebis mere Morattim puli mojoshka + MouriniO cavida da Gundi Dashala ... Jer Baloteli mere eto da gundi ara exl dakomplektebuli.. 32 clis forlani daitria romelic erti pexit kuboshi cevs da laciraki poli...sagol morati
sad wavida da tavian jibeshi,ojaxs axmars morati mag fuls,interi sul ar kidia mag bozs:@ra pontia aba aseti didi fuli gaqvs da cota gundsac xo unda sheemchnes