ანტონიო კასანო: "მთავარია 3 ქულა მოვიპოვეთ სადებიუტო მატჩში, "ინტერმა" ბრწყინვალედ ითამაშა და დამსახურებულად მოვიგეთ. ჩემი თამაშით კმაყოფილი არ ვარ მაგრამ, მალე გამოვასწორებ ამ ლაფსუს. სნეიდრთან და მილიტოსთან თამაში ადვილია, ისინი უმაღლესი კლასის ფეხბურთელები არიან. რომა? ჩვენ ჯერ "ვასლუზე" ვფიქრობთ".
დიეგო მილიტო: "ეს პირველი თამაში იყო და მიხარია რომ მოგებით ვიწყებთ ჩემპიონატს. დღეს საუკეთესოები იყვნენ სნეიდერი, კასანო და გუარინი. უდიდესი სამუშაო შეასრულეს და შედეგიც სახეზეა. ასე უნდა გავაგრძელოთ და შედეგიც იქნება".
ანდრეა სტრამაჩიონი: "ეს კარგი დასაწყისია მაგრამ ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო საკუთ თავთან, მომეწონა რომ მეორე ტაიმში მეტოქეს თამაშის საშვალება არ მივეცით და ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით".
"კასანო და კოუტინიო? მე ორივე მომწონს, "ინტერისთვის"ორივე საჭირო ფეხბურთელია და ვეცდები ორივე საჭირო დროს გამოვიყენო, გააჩნია კონკრეტულ მატშში რა ტაქტიკით მოგვიწევს თამაში".
მაიკონი? ის ბრწყინვალე ადამიანია, დუგლასი მსოფლიოს საუკეთო ფეხბურთელად მიმაჩნია თავის პოზიციაზე. მას აქვს უფლება წავიდეს მაგრამ თუ დარჩება ჩვენთან მე ბედნიერი ვიქნები. რატომ არ ვათამაშე დღეს? მან "ვასლუსთან" 90 წუთი ითამაშა და დასვენების შაშვალება მივეცი. არანაირი უთანხმოება, უბრალოდ ჩემი სურვილი იყო, რომ დაესვენებინა".
რატომ შევცვალე კასანო? "ეს ტაქტიკური ნაბიჯი იყო და როგორც ვნახეთ შეცვლამ გაამართლა., კოუტინიო უაღსესად შაჭირო ფეხბურთელია "ინტერში"".
|